მონაცემთა ვიზუალიზაცია

მონაცემთა ვიზუალიზაცია არის მონაცემთა ანალიზის შედეგების გრაფიკულად გამოსახვა პროგრამული საშუალებებით.

მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიცავს დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას, ასევე ტრენდების, ურთიერთკავშირების, გამონაკლისების იდენტიფიცირებას და დიაგრამების, ინფოგრაფიკებისა და სხვა ტიპის ვიზუალიზაციების საშუალებით მათ ეფექტურად წარმოდგენას.

ვიზუალიზაცია, ერთი მხრივ, ქმნის დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფად გაანალიზების და, მეორე მხრივ, ინფორმაციის მარტივად აღქმადი ფორმით წარდგენის შესაძლებლობას.

ტრენინგკურსის მიზანია:

მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა.

მსმენელები შეისწავლიან მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.

ტრენინგკურსი განკუთვნილია:
  • პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი მონაცემთა ანალიზის, ანალიტიკური დოკუმენტების, ბლოგების, პრეზენტაციების და ვიზუალიზაციების მომზადების პროცესში;
  • პირებისთვის, რომელთაც სურთ გაეცნონ მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციას, ასევე ამ სფეროში გამოყენებულ თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებას.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • ვიზუალიზაციის საშუალებით მონაცემების გაანალიზებას, ტრენდების, ურთიერთკავშირების და გამონაკლისების იდენტიფიცირებას;
  • ეფექტურ მონაცემთა ვიზუალიზაციის შექმნას, კერძოდ, დიაგრამების სწორად შერჩევას, წარდგენას, გაფორმებასა და სხვადასხვა ვიზუალური მახასიათებლის გამოყენებას სასურველი შედეგების მისაღწევად;
  • სხვადასხვა ვიზუალიზაციის ხელსაწყოს გამოყენებით, არასტანდარტული დიაგრამების/ინფოგრაფიკების შედგენას.
ტრენინგის ღირებულება: 655 ლარი
© 2019 ყველა უფლება დაცულია