სისტემაში შესვლისთვის აუცილებელია შეიყვანოთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა და პაროლი
ელ-ფოსტა
პაროლიშესვლა
გთხოვთ შეავსეთ ყველა ველი.
რეგისტრაცია
პაროლის აღსადგენად მიუთითეთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელფოსტა, დროებითი პაროლი გამოგეგზავნებათ შესაბამის ელფოსტაზე.
ელ-ფოსტა
აღდგენა
ყველა სიახლე
სიახლე
ტრენინგი - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ქ.თბილისში აცხადებს მიღებას ტრენინგზე - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
კურსი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესწავლას და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას აღნიშნული მიმართულებით.
ტრენინგში მონაწილეები მოისმენენ და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში არსებულ რისკებთან დაკავშირებით.
ტრენინგ-კურსში წარმოდგენილი იქნება რისკების იდენტიფიცირების თანამედროვე მიდგომები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
ტრენინგ-კურსი ითვალისწინებს ორგანიზაციაში შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენას, პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებას და ა.შ.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია შიდა აუდიტორებისათვისა და საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული პირებისათვის.
პროგრამის აღწერა:
სრული კურსის ხანგრძლივობა: 21 მარტი - 6 აპრილი, 2017 წელი
სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.
ტრენერები: ზურაბ მაისურაძე
კურსის ღირებულება: 280 ლარი
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი_სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება_ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი_ TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი_707727122
რეგისტრაციის თარიღებია: 2017 წლის 22 თებერვლიდან - 17 მარტის ჩათვლით
სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად გადმოაგზავნეთ პირადობის მოწმობის ასლი ( ან პასპორტის ასლი) და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - pai@sao.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
+(995 599) 34 04 36 ნანა ჭიჭუეიშვილი