მემორანდუმი ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელთან
26 ოქტომბერი, 2018საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში ბაკალავრის ხარისხის მქონე და მაგისტრანტ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა შედგენილი.
სერტიფიცირების პროგრამა ორ ეტაპად მიმდინარეობს- სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა.
სერტიფიცირების გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ 5 წლიან სერტიფიკატს, რომელიც მათ საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას აძლევს.
საჯარო სექტორში სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პირველ ეტაპზე 11 აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა მემორანდუმი. აღნიშნული პროგრამა გრძელვადიანია და მოიცავს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობას.
