საპრეტენზიო და საგამოცდო კომისიების გადაწყვეტილება
07 სექტემბერი, 2018სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ 2018 წლის 6 სექტემბერს განიხილა 7 კანდიდატის (ინგა მატუაშვილის, მანუჩარ ჩანქსელიანის, მანანა ლალიაშვილის, თინა ბრაჭულის, ამირან ჭუბაბრიას, თამარ ედიშერაშვილისა და გიორგი აბულაძის) საპრეტენზიო განაცხადები, რომელთა განხილვის შედეგად საპრეტენზიო კომისიამ მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისად ქულათა მომატების შედეგად სამმა კანდიდატმა გადალახა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.
ზემოაღნიშნული შედეგები საბოლოო სახით 2018 წლის 6 სექტემბერს დამტკიცდა ინსტიტუტის საგამოცდო კომისიის სხდომაზე, რის შემდეგაც ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცებულ იქნა იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მოიპოვეს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება.
სერტიფიცირების საბოლოო შედეგების დამტკიცების ბრძანება
სერტიფიცირების საბოლოო შედეგების ბრძანების დანართი