ჩვენი გუნდი

გელა  წიკლაური

გელა წიკლაური

დირექტორი

გელა წიკლაური სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2018 წლიდან მუშაობს ხოლო საჯარო აუდიტის ინსტიტუტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. მას საჯარო სამსახურში მუშაობისა და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე, სხვადასხვა დროს მენეჯერის პოზიციებზე მუშაობდა მუნიციპალური და რეგიონული მართვის უწყებებში: თბილისის მერიასა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციაში, ქონების მართვის სააგენტოში, საბაჟო დეპარტამენტში, უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. 1991 წლიდან  დღემდე −  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
 

არჩილ კიკვაძე

არჩილ კიკვაძე

დირექტორის მოადგილე

არჩილ კიკვაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის პოზიციას 2018 წლიდან იკავებს. 2013-2018 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობებზე.  

იყო „ბაზისბანკის“ გაყიდვების ოფიცერი და კორპორაციული ბანკირი. ასევე მუშაობდა კერძო კომპანიებში მთავარი ბუღალტრისა და მთავარი ეკონომისტის პოზიციებზე. წარმატებით  გაიარა ფინანსების მართვისა და  აღრიცხვის სრული კურსი. არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი.

თინათინ სიყმაშვილი

თინათინ სიყმაშვილი

სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის უფროსი

თინათინ სიყმაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის გუნდს 2019 წლიდან შემოუერთდა. მას აქვს კერძო და საჯარო სექტორში საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, როგორც პროექტებისა და ხარისხის მართვის, ასევე კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. 

სხვადასხვა დროს, პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „უნისონში“, სამედიცინო კორპორაცია „ევექსში“, სასჯელაღსრულების სისტემასა და საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებაში. 2012 წლიდან არის ტრენერი მომსახურებისა და ხარისხის სექტორში. სწავლობს ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

იოსებ მასპინძელაშვილი

იოსებ მასპინძელაშვილი

ფინანსური მენეჯერი


იოსებ მასპინძელაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერია 2018 წლიდან. მას აქვს საჯარო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

სხვადასხვა დროს მუშაობდა „ვითიბი ბანკის“ საგადასახადო ვალდებულებებისა და დეკლარირების განყოფილების უფროსად, ასევე − ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სოციალური და საშემოსავლო გადასახადების ზედამხედველობის სამმართველოს განყოფილების უფროსისა და სამმართველოს უფროსის პოზიციებზე.

ხათუნა ჩაგანავა

ხათუნა ჩაგანავა

სერტიფიცირებისა და ტრენინგების კოორდინატორი


ხათუნა ჩაგანავამ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში მუშაობა დაიწყო 2015 წელს. იყო ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე, სერვისების განვითარების კოორდინატორი,  სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის მთავარი სპეციალისტი. ამჟამად იკავებს სერტიფიცირების და ტრენინგების კოორდინატორის პოზიციას.

მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე: იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დროებითი კომისიის თანამშრომელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე და აპარატის უფროსი სპეციალისტი.  

ნინო ხუროძე

ნინო ხუროძე

სასწავლო პროექტების კოორდინატორი

ნინო ხუროძემ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საქმიანობა 2021 წელს დაიწყო, როგორც USAID - ის კარგი მმართველობის ინიციატივის პროგრამის (GGI) სტაჟიორმა. 

მიღებული აქვს სოციალური მეცნიერებების  ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

ამჟამად საჯარო აუდიტის სამსახურში იკავებს  სასწავლო პროექტების კოორდინატორის პოზიციას.

მედეა გულბანი

მედეა გულბანი

პროფესიული განვითარების კოორდინატორი

მედეა გულბანმა საჯარო აუდიტის ინსტუტუტში საქმიანობა 2023 წელს დაიწყო, სერტიფიცირებისა და ტრენინგების სპეციალისტის პოზიციაზე. ის ამჟამად იკავებს პროფესიული განვითარების კოორდინატორის პოზიციას. მას აქვს კერძო კომპანიაში მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. 

მიღებული აქვს სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.

ბაქარ ბუცხრიკიძე

ბაქარ ბუცხრიკიძე

იურიდიული და შესყიდვების საკითხების კოორდინატორი


ბაქარ ბუცხრიკიძემ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საქმიანობა 2015 წელს დაიწყო აუდიტორ-ასისტენტის პოზიციაზე, ხოლო 2018 წელს დაინიშნა იურიდიული საკითხების კოორდინატორად. მას აქვს კერძო კომპანიებში იურისტად მუშაობის გამოცდილება.

ირაკლი გიორგაძე

ირაკლი გიორგაძე

უფროსი სპეციალისტი

ირაკლი გიორგაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის გუნდს 2021 წელს შემოუერთდა. მას აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ძირითადი მიმართულება მონეტარულ და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას მოიცავდა.

© 2019 ყველა უფლება დაცულია