საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ISO 21001 სერტიფიკატი მოიპოვა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა - წარმატებით გაიარა საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესი და მოიპოვა ISO 21001 (Educational Organizations Management System) სერტიფიკატი.
ISO 21001 სერტიფიკატის მიღება კიდევ უფრო აძლიერებს ინსტიტუტის პოზიციას, როგორც ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს განათლების სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად აფასებს განვითარების საჭიროებებს.