ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესი და მისი

08 აგვისტო, 2016

სსიპ  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ქ. ქუთაისში აცხადებს მიღებას ტრენინგ- კურსზე:   

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესი და მისი სამართლებრივი რეგულირება 

კურსი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესის და სამართლებრივი რეგულაციების შესწავლას, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღებას აღნიშნული მიმართულებით.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

პროგრამის აღწერა:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება და ადგილობრივი თვითმმართველობის   განხორციელების  სამართლებრივი  საფუძვლები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ტერიტორიული ორგანიზება;
  • მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეები;
  • მუნიციპალიტეტის ორგანოები;
  • მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება;
  • მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;
  • მუნიციპალიტეტის ქონების სახეები და მისი შექმნის წყაროები;
  • მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა;
  • მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა;
  • მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტი;
  • პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა;
  • სამხარეო საკონსულტაციო საბჭო;
  • თვითმმართველობა - როგორც საჯარო სამსახური.

სრული კურსის ხანგრძლივობა: 15 აგვისტოდან  3 სექტემბრამდე

სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი

ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი

კურსის ღირებულება:  340 ლარი

რეგისტრაციის თარიღებია: 2016  წლის   8 აგვისტოდან  - 12 აგვისტოს  ჩათვლით

სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად  გადმოაგზავნეთ  პირადობის მოწმობის ასლი ( ან პასპორტის ასლი)  და გადახდის დამადასტურებელი  ქვითრის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე -pai@sao.ge  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  დაგვიკავშირდით:  (995 32) 2438  181

© 2019 ყველა უფლება დაცულია