ანა კვაჭაძე

ანა კვაჭაძე

ანა კვაჭაძე

ანა კვაჭაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის.

ანა კვაჭაძე 2015 წლიდან არის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის იურისტი. ამავე წლიდან ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულების თანამშრომლებისთვის ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით, მათ შორის, თანასწორობის უფლების და დაუცველი ჯგუფების − ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვათა უფლებების შესახებ. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი ორგანიზაციის სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტის შემუშავებასა და დანერგვაში. 

ანა ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო შეხვედრებში, სემინარებსა და კონფერენციებში. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო ტრენინგკურსი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მიმართულებით ლუნდის უნივერსიტეტისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის/ლეიდენის სამართლის სკოლის ფარგლებში.

ანა კვაჭაძე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს სამართლის მიმართულებით. ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის დოქტორანტი; ასევე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ფარგლებში კვლევით საქმიანობას ეწეოდა „კა ფოსკარის ვენეციის უნივერისტეტში“ ეკონომიკის ფაკულტეტზე. 2012 -2013 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და მოიპოვა მოსამართლის თანაშემწის კვალიფიკაცია. ასევე ჩაბარებული აქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის სპეციალიზაციით. 
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია