ანდრო დგებუაძე

ანდრო დგებუაძე
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგებს: ლიდერობა და მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები, გუნდური მუშაობა.
ანდრო დგებუაძეს აქვს განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2011 წლიდან დღემდე აქტიურად ეწევა ტრენერის, ბიზნესკონსულტანტის, საჯარო მომხსენებლის საქმიანობას მართვის, მოტივაციის, კორპორაციული კულტურის, ლიდერობის და გუნდური მუშაობის მიმართულებით; კავკასიის უნივერსიტეტში უძღვებოდა ლექციებს კორპორაციული ფინანსების, ბიზნესსტრატეგიის, მარკეტინგის და ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტის მიმართულებით; აზიის განვითარების ბანკში ასრულებდა ტრენერისა და ბიზნესკონსულტანტის მოვალეობებს. აქვს მუშაობის გამოცდილება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა USAID და მსოფლიო ბანკი; ამჟამად არის საქართველოს ტრენერთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გამგეობის წევრი.
ანდრო დგებუაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში; მაგისტრის ხარისხი მოიპოვა რენეს ბიზნესსკოლასა და ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ხოლო ბაკალავრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინჟინერიის სპეციალობით; ამასთანავე, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო ტრენინგსა და პროექტში.