ახალი ტრენინგკურსი „მონაცემთა ანალიზი SPSS  პროგრამის გამოყენებით” 

15 აპრილი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პირველი ტრენინგი ჩაატარა:„რაოდენობრივი კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი SPSS პროგრამის გამოყენებით“.   

SPSS არის რაოდენობრივი ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისთვის იყენებენ.   

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები ეცნობიან რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს, რაოდენობრივი კვლევის დიზაინს,რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის ტექნიკებს, როგორებიცაა ოპერაციონალიზაცია და გაზომვა, გამოკითხვის ჩატარება და სკალები, მონაცემების შეგროვება, დახარისხება და გასუფთავება, რეგრესული ანალიზი  და სხვ.   

პირველი ტრენინგი 15 მსმენელმა გაიარა, მათ შორის არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის, ასევე ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლები.

კურსი 16 მარტიდან 15 აპრილამდე გაგრძელდა. ტრენინგს უძღვებოდა PMC კვლევითი  ცენტრის მკვლევარი  თენგიზ სულთანიშვილი, რომელსაც კვლევითი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
 

ახალი ტრენინგკურსი „მონაცემთა ანალიზი SPSS  პროგრამის გამოყენებით” 
ახალი ტრენინგკურსი „მონაცემთა ანალიზი SPSS  პროგრამის გამოყენებით” 
© 2019 ყველა უფლება დაცულია