ბათუმისა და ქუთაისის ტრენინგცენტრებში პროფესიული სწავლებები გრძელდება
24 მაისი, 2023სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბათუმისა და ქუთაისის რეგიონულ ოფისებში განთავსებული ტრენინგცენტრების სრული ტექნიკური აღჭურვა დასრულდა. ქუთაისის სასწავლო სივრცე შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდა და იქ ტრენინგებზე დასწრება უკვე შეუძლიათ დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ, სხვადასხვა სასწავლო კურსით დაინტერესებულ შშმ პირებს.
ქუთაისის ტრენინგცენტრში წელს რამდენიმე პროფესიული ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგებს კერძო და საჯარო სექტორის, მათ შორის მუნიციპალიტეტების და მასზე დაქვემდებარებული სსიპ-ებისა და ა(ა) იპების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგები - „პროექტების მართვა“, „სტრატეგიული კომუნიკაცია“ და „მართვის თანამედროვე პრაქტიკები“ 60-მდე პირმა გაიარა.