„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან" თანამშრომლობა იწყება

18 მაისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალ პარტნიორთან - „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. საჯარო უწყებასთან თანამშრომლობა საჯარო აუდიტის ინსტიტუტს საშუალებას მისცემს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილების მქონე სერტიფიცირებულ აუდიტორთა საქმიანობის მონიტორინგი  ეფექტურად განახორციელოს.   

მემორანდუმის მიზანია ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული, სერტიფიცირებულ აუდიტორთა ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის გაძლიერება, მოკვლევის საქმისწარმოების პროცედურების განხორციელება, საჯარო და კერძო აუდიტის სფეროში მოქმედი რისკების მართვის ხელშეწყობა და ამ მიზნით მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ მოაწერეს.

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან" თანამშრომლობა იწყება
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან" თანამშრომლობა იწყება
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან" თანამშრომლობა იწყება
© 2019 ყველა უფლება დაცულია