გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი გაიარეს
04 აპრილი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებისთვის ახალი ტრენინგკურსი ჩაატარა.
კურსი - „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ პირველად გენერალური პროკურატურის თანამშრომლებისთვის დაიგეგმა. ახალ მოდულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვება.
ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში საქართველოს პროკურატურის 19 თანამშრომელი საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს გაეცნო. ტრენინგის ბოლოს ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებული სისტემური რისკების და პრაქტიკული მაგალითების განხილვა მოეწყო.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.