გიორგი ალასანია

გიორგი ალასანია
გიორგი ალასანია საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგების კურსს - ეფექტიანობის მართვა საჯარო სექტორში; ლიდერობა და მენეჯმენტი; ადმინისტრაციული წარმოება.
ამავდროულად, არის GIZ South Caucasus და PMCG-ის ექსპერტი, 2017 წლიდან სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერად მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო GFA Consulting GmbH და FPO World-ის ექსპერტი, სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ხარისხის მართვის მენეჯერი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.
გიორგი ალასანია არის სამართლის დოქტორი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ფლობს მაგისტრის ხარისხს საჯარო მმართველობაში (ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი ჩეფელ ჰილში, აშშ).