გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე
გიორგი კაპანაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - ეფექტიანობის აუდიტი. ამავდროულად, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.
გიორგი კაპანაძეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: 2010-2018 წლებში, ის იყო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, აუდიტორის თანაშემწე, აუდიტორი, უფროსი აუდიტორი, ხოლო 2009-2010 წლებში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტაჟიორი.
2004-2008 წლებში, გიორგი კაპანაძე დიდ ბრიტანეთში, PIP Electrics-ში სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობდა.
2002 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. მიღებული აქვს სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პირველი დონის სერტიფიკატი (F1-F3). გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, სტაჟირების ოთხთვიანი პროგრამა აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურში (GAO).