გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - მონაცემთა ვიზუალიზაცია.

ამავდროულად, არის ''EPAM Systems-ის'' წამყვანი BI ანალიტიკოსი. წარსულში მუშაობდა „თი-ბი-სი ბანკში“ მონაცემთა ანალიტიკის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. ასევე იყო სახელმწიდო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსი, სადაც ანალიტიკური პორტალის - „ბიუჯეტის მონიტორი“ ერთ-ერთი ავტორი და „დიდ მონაცემთა ანალიტიკა უკეთესი მმართველობისათვის“- პროექტის მენეჯერი იყო. აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება „საქართველოს უნივერსიტეტში“ ეკონომიკის პრინციპების, მიკრო და მაკრო ეკონომიკის მიმართულებით.

გიორგი ჩაკვეტაძე ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. მიღებული აქვს ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების „მონაცემთა მეცნიერების“ (Data Science) პროფესიული სერტიფიკატები.

გიორგი ჩაკვეტაძე არის ავტორი საჯარო ფინანსების მართვასა და საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული პუბლიკაციებისა: „შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირება“, „ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი“, „ფისკალური შეზღუდვები“.

© 2019 ყველა უფლება დაცულია