გიორგი ჭოლოკავა

გიორგი ჭოლოკავა

გიორგი ჭოლოკავა

გიორგი ჭოლოკავა საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს - ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საჯარო სექტორში და ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ამავდროულად, მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორის პოზიციაზე.

გიორგი ჭოლოკავას აქვს ფინანსური აუდიტის სფეროში საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. მას გავლილი აქვს ტრენინგები საჯარო აუდიტის, სახელმწიფო შესყიდვების და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშების მიმართულებით. არის საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი (სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი).

გიორგი ჭოლოკავამ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის მიმართულებით.

© 2019 ყველა უფლება დაცულია