გურამ დუმბაძე

გურამ დუმბაძე
გურამ დუმბაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში. ამავდროულად, მუშაობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2011-2021 წლებში დაკავებული ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორ-ასისტენტის, აუდიტორის, უფროსი აუდიტორისა და წამყვანი აუდიტორის პოზიციები. 2010-2011 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
გურამ დუმბაძეს აქვს პროფესიულ ტრენინგებსა და პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება აუდიტის მეთოდოლოგიის, სახელმწიფო შესყიდვების, საბუღალტრო საქმისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მიმართულებით.
გურამ დუმბაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკა და სამართალის სპეციალობით.