დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის მართვის თანამედროვე პრაქტიკების ტრენინგი ჩატარდა.

16 დეკემბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მენეჯერული რგოლის 10 თანამშრომლისათვის ტრენინგურსი - „მართვის თანამედროვე პრაქტიკები“ დასრულდა.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა ცოდნა აიმაღლონ სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზების, ლიდერობის ძირითადი კონცეფციებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზების შესახებ. ტრენინგი საშუალებას მისცემს მსმენელებს გაიაზრონ ლიდერობის არსი, განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები და დაეუფლონ გუნდის მართვის ტექნიკებს.

ტრენინგპროგრამა 8 სატრენინგო საათს ითვალისწინებდა. ტრენინგმოდულებს უძღვებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ალასანია და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური ტრენერები ანდრო დგებუაძე და ანინა ლელაძე.

ტრენინგი მოიცავდა სიტუაციური ლიდერობის თეორიული კურსს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.  

ტრენინგკურის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის მართვის თანამედროვე პრაქტიკების ტრენინგი ჩატარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის მართვის თანამედროვე პრაქტიკების ტრენინგი ჩატარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის მართვის თანამედროვე პრაქტიკების ტრენინგი ჩატარდა.
© 2019 ყველა უფლება დაცულია