დავით ქინქლაძე

დავით ქინქლაძე
დავით ქინქლაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგების კურსს - ფინანსური აუდიტი; შესაბამისობის აუდიტი. ამავდროულად, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი.
დავით ქინქლაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო პოზიციებზე: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-3 სამმართველოს უფროსად, აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს საგადასახადო შემოწმების მე-9 სამმართველოს მთავარ აუდიტორად და სხვ.
დავით ქინქლაძე ფლობს მაგისტრის ხარისხს კვების პროდუქტების ტექნოლოგიაში (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი). ამჟამად სწავლობს ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.