დეა ჩხაიძე

დეა ჩხაიძე

დეა ჩხაიძე

დეა ჩხაიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგების კურსს - ადამიანური რესურსების მართვა (HR); ლიდერშიფი.

დეა ჩხაიძე სერტიფიცირებული ქოუჩი, ადამიანური რესურსების მართვის ტექნოლოგიების კონსულტანტი და  ბიზნესტრენერია. საქართველოს უნივერსიტეტში, SEU-სა და კავკასიის უნივერსიტეტებში კითხულობს საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს შემდეგი მიმართულებებით: HR მართვა, ორგანიზაციული ფსიქოლოგია, სტრატეგიული HR, ბიზნეს ფსიქოლოგია. ამავდროულად არის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფ CHRO-ს ორგანიზაციული განვითარების დირექტორი. აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

დეა ჩხაიძემ დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი სპეციალობით - სოციალური ფსიქოლოგია და ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კონფლიქტების მართვაში. 2011 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა, ხოლო 2017 წლიდან Erickson Coaching International-ის სერტიფიცირებული ქოუჩია.
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია