ეკატერინე ბურკიაშვილი

ეკატერინე ბურკიაშვილი
ეკატერინე ბურკიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს − ეფექტური კომუნიკაცია; ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა; პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
ეკატერინე 2018 წლიდან მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ − მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში − ფსიქოლოგის/ტრენერის პოზიციაზე; ასევე არის ქალთა ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის ფსიქოლოგი/ტრენერი.
სწავლებისა და ტრენერობის მიმართულებით, ეკატერინეს აქვს 8-წლიანი გამოცდილება; მუშაობს სატრენინგო მოდულებისა და სასწავლო სახელმძღვანელოების შემუშავება-დახვეწაზე; დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფლობს მაგისტრის ხარისხს კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით.