ეკატერინე ხოფერია

ეკატერინე ხოფერია

ეკატერინე ხოფერია

ეკატერინე ხოფერია საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს − „ბინზეს პროცესების მართვის და ოპტიმიზაციის პრაქტიკები“.

ამჟამად ეკატერინე ხოფერია ევროპული ტრენინგ-საკონსულტაციო კომპანიის - ,,დეველორ საქართველოს’’ (DEVELOR Georgia) დირექტორია.

ეკატერინე ხოფერიას აქვს მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მან კარიერა დაიწყო საბანკო სფეროდან, სადაც დასაქმებული იყო შიდა აუდიტორის პოზიციაზე („პროკრედიტ ბანკი“). სხვადასხვა პერიოდში იყო საოპერაციო რისკების მართვის სამსახურის უფროსი (სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“), ბიზნეს პროცესების მართვის განყოფილების უფროსი (სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“), საოპერაციო რისკებისა და ბიზნეს პროცესების მართვის განყოფილების უფროსი (სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“), კორპორაციული შესაბამისობისა და რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი (სს „ევექსის კლინიკები“).

ეკატერინე ხოფერიამ განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფლობს ბაკალავრის ხარისხს ფიზიკის, მათემატიკის და ინფორმაციული მეცნიერებების მიმართულებით. მას გავლილი აქვს სპეციალიზებული მენეჯმენტის პროგრამა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

2019-2020 წლებში ეკატერინე ხოფერიამ მოიპოვა ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიკაცია ქოუჩინგის და ნეიროლინგვისტური პროგრამირების მიმართულებით.

© 2019 ყველა უფლება დაცულია