ეკა კაველიძე

ეკა კაველიძე

ეკა კაველიძე

ეკა კაველიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგს - ადმინისტრაციული წარმოება.

ეკა კაველიძე არის ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ამავე უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი და მეცნიერ-მკვლევარი. მას აქვს პედაგოგიური და ტრენერად მუშაობის 10-ზე მეტ წლიანი გამოცდილება. 

ეკა კაველიძეს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგკურსი და სემინარი პროფესიული მიმართულებით, მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოცემებში, არის რამდენიმე საგრანტო პროექტის გამარჯვებული.  ეკა კაველიძეს აქვს სხვადასხვა საჯარო-კერძო ორგანიზაციაში იურიდიული მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.

ეკა კაველიძე არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი და მაგისტრი, სამართალმცოდნის კვალიფიკაციით. ამავე უნივერსიტეტში დაცული აქვს დისერტაცია საჯარო სამართლის მიმართულებით და ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს.
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია