ელეონორა ლაგვილავა

ელეონორა ლაგვილავა

ელეონორა ლაგვილავა

ელეონორა ლაგვილავა საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - შრომის სამართალი.

ამჟამად ელეონორა ლაგვილავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორია. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სამართლის, ასევე ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. სხვადასხვა დროს ელეონორა ლაგვილავა მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის საბჭოში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.  

2017-2018 წლებში ელეონორა ლაგვილავა იყო მიწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე. ამჟამად არის „ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის“ საბჭოს წევრი და ტრენერი.  

ელეონორა ლაგვილავამ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბიზნესადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხს.

© 2019 ყველა უფლება დაცულია