ეფექტიანობის აუდიტი შიდა აუდიტორებისთვის

სასწავლო მოდულის მიზანია ეფექტიანობის აუდიტის როლის, პრინციპებისა და მეთოდოლოგიის გაცნობა და საჯარო სექტორში ეფექტიანობის აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პრაქტიკული უნარების გაღრმავება. ტრენინგი დაეხმარება მსმენელებს, აუდიტორული საქმიანობისას ორგანიზაციის კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის პრინციპების შეფასებაში, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობასა და საჯარო სერვისების უფრო ეფექტიან მიწოდებას.

სასწავლო მოდულის სამიზნე ჯგუფი:
•  საჯარო დაწესებულებების შიდა აუდიტორები.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
•  ეფექტიანობის აუდიტის მიზნის, როლის და პრინციპების ფლობას;
•  ეფექტიანობის აუდიტისათვის შესაფერისი სფეროების იდენტიფიცირებას;
•  აუდიტის პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგებისათვის ფუნდამენტური პრინციპების ფლობას;
•  ეფექტიანობის აუდიტის შესწავლის საგნის და მეთოდოლოგიის განსაზღვრას;
•  საჯარო სექტორის ოპერაციებში ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასებას;
•  აუდიტის მიგნებების საპასუხოდ რეკომენდაციების შემუშავებას;
•  შემდგომი რეაგირების (Follow-up)  ტექნიკების ფლობას აუდიტის გავლენის გასაზრდელად.

© 2019 ყველა უფლება დაცულია