ეფექტიანობის აუდიტი შიდა აუდიტორებისთვის

24 ოქტომბერი, 2025

ტრენინგკურსი „ეფექტიანობის აუდიტი შიდა აუდიტორებისთვის“ ოქტომბერში სხვადასხვა საჯარო უწყების 9 თანამშრომელმა გაიარა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მსმენელებისთვის ეფექტიანობის აუდიტის პრინციპების, მეთოდოლოგიისა და პროცესების სიღრმისეულ გაცნობას. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ეფექტიანობის აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ეტაპები, ასევე განივითარეს პრაქტიკული უნარები საჯარო სექტორში აუდიტორული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

ტრენინგი ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, სსიპ „იუსტიციის სახლის“, სსიპ „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს“, მცხეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიების შიდა აუდიტის სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ზაალიშვილი და ამავე დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი ლიკა გეგეჭკორი უძღვებოდნენ.

ეფექტიანობის აუდიტი შიდა აუდიტორებისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია