ზაზა შეყილაძე

ზაზა შეყილაძე

ზაზა შეყილაძე


ზაზა შეყილაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში.

ზაზა შეყილაძე ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. ის სხვადასხვა დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იკავებდა მთავარი კონტროლიორის (კონტროლის პალატაში), სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობებს.

ზაზა შეყილაძეს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს. ის ასევე 2008-2014 წლებში, საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა. 

მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. მაკროეკონომიკის მიმართულებით დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია