ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა

21 ოქტომბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ონლაინკურსი - „უნებართვოდ აშენებული ობიექტების მართვის წესი და პირობები“ დაასრულა.

სასწავლო კურსს ზუგდიდის მერიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული სამსახურების 10 თანამშრომელი ესწრებოდა.

სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავდა როგორც კანონმდებლობის გაცნობას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მსმენელები გაეცნენ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მიწის ლეგალიზების პროცედურას შენობის ლეგალიზების დროს, მოსაკრებლის გადახდის წესს და სხვა მნიშვნელოვან თემატურ საკითხებს.

ორდღიან ტრენინგკურსს სფეროს ექსპერტები ეკატერინე ხუბულავა და მარიამ ჯაში უძღვებოდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია