თაია ცისკარაული

თაია ცისკარაული

თაია ცისკარაული

თაია ცისკარაული საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - შესაბამისობის აუდიტი. ამჟამად მუშაობს Ernst & Young-ში საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით. 2014-2021 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შესაბამისობის აუდიტის, IT აუდიტის და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობის პერიოდში, მისი აქტიური ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: განახლდა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის, ასევე აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელოები და დაინერგა აუდიტის მართვის სისტემა. 2019 წლიდან არის შიდა აუდიტორთა ეროვნული სერტიფიცირების პროგრამის მონაწილე. ასევე, შიდა აუდიტორთა პროფესიული გაერთიანების - შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) წევრი.

2016 წელს გახდა საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი (სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი).

თაია ცისკარაული არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია