თამარ გურეშიძე

თამარ გურეშიძე
თამარ გურეშიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგ-კურსებს: ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, მართვა და ლიდერობა, ცვლილებების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
თამარ გურეშიძე 2004 წლიდან მუშაობს GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) საჯარო ფინანსების მართვის პროგრამის საჯარო ფინანსების მრჩეველად. აქვს ტრენერად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში.
თამარ გურეშიძე ფლობს მაგისტრის ხარისხს გერმანისტიკაში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს გერმანიაში, ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტში, ხოლო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი - ESM ევროპის მენეჯმენტის სკოლაში. გავლილი აქვს ტრენინგები უცხოეთში.