თამარ ტურაშვილი

თამარ ტურაშვილი

თამარ ტურაშვილი

თამარ ტურაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - ადამიანური რესურსების მართვა (HR). მას აქვს ტრენერობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება. ჩატარებული აქვს 900-ზე მეტი ტრენინგი 150-ზე მეტ კომპანიაში. მუშაობს კომპანიების საშუალო და აღმასრულებელ რგოლებთან ლიდერული უნარ-ჩვევების, გაყიდვების, მოტივაციის, სამუშაო კმაყოფილებისა და ბიზნესის უნარ–ჩვევების გაუმჯობესების საკითხებზე. 

თამარ ტურაშვილი ეწევა აკადემიურ საქმიანობას. არის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, ლექციებს კითხულობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნესის სკოლაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. 

თამარ ტურაშვილი არის ბერლინის ფსიქოლოგიის უნივერსიტეტის მოწვეული მეცნიერ-მკვლევარი ზრდასრული ადამიანების სწავლების (LLL) და სამუშაო კეთილდღეობის მიმართულებით. მისი ნაშრომები დაბეჭდილია უცხოეთის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში. 

© 2019 ყველა უფლება დაცულია