თამარ შუბლაძე

თამარ შუბლაძე
თამარ შუბლაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - ადამიანური რესურსების მართვა (HR).
ამავდროულად, მუშაობს საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. იყო „ევექსის“ ჰოსპიტლების პერსონალის შერჩევისა და სასწავლო პროცესების მართვის განყოფილების უფროსი, აქვს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება სხვა ორგანიზაციებშიც. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგკურსი, მათ შორის ტრენინგი ტრენერებისათვის (TOT).
თამარ შუბლაძემ უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს სოციალური ფსიქოლოგიის ბაკალავრიატი და ფლობს მაგისტრის ხარისხს გამოყენებით სოციალურ ფსიქოლოგიაში.