თბილისის მერიის სამსახურების წარმომადგენლები „მოხელის მენეჯერული უნარების“ პროგრამას გადიან
15 ივლისი, 2020„საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების“ ფარგლებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტში თბილისის მერიის სამსახურების თანამშრომლებისთვის „მოხელის მენეჯერული უნარების“ ტრენინგი მიმდინარეობს.
„მოხელის მენეჯერული უნარების“ ტრენინგკურსი ხუთ მოდულს მოიცავს - მართვა და ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია, ღირებულებები საჯარო სექტორში, ცვლილებების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა. ტრენინგები ონლაინრეჟიმში, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით მიმდინარეობს.
ტრენინგკურსი საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და დედაქალაქის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ტარდება.
საჯარო მოხელის სავალდებული სასწავლო კურსს თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მენეჯერული რგოლის 70-ზე მეტი თანამშრომელი წლის ბოლომდე გაივლის.