თენგიზ სულთანიშვილი
_2.jpg)
თენგიზ სულთანიშვილი
თენგიზ სულთანიშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - „რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზის საფუძვლები''.
ამავდროულად, ის არის კვლევის მეთოდების კურსის ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობს პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფში სამოქალაქო ჩართულობის დირექტორის პოზიციაზე, ის ასევე მუშაობდა PMC კვლევითი ცენტრში უფროს მკვლევარად და ჰუმანუტარულ ცენტრ „აფხაზეთში“ (CHCA) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელად, აქვს კვლევითი საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება.
თენგიზ სულთანიშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განხრით. არის ტრუმანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკის მეცნიერების კვლევებისა და გლასგოს უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის გაცვლით პროგრამების მონაწილე.