ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი ილიაუნის თანამშრომლებმა გაიარეს

07 დეკემბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურების თანამშრომლებისთვის ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი ჩაატარა. კორპორატიულ ტრენინგს უმაღლესი სასწავლებლის 13 თანამშრომელი დაესწრო.

სამდღიანი ტრენინგკურსი მოიცავდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს. თეორიულ მასალასთან ერთად მსმენელებმა ინტერაქციულ რეჟიმში პრაქტიკული მაგალითებიც განიხილეს და მათთვის საინტერესო სპეციფიურ კითხვებზე პასუხი მოისმინეს.

კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ უკვე მერვედ ჩატარდა.

ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი ილიაუნის თანამშრომლებმა გაიარეს
ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი ილიაუნის თანამშრომლებმა გაიარეს
ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი ილიაუნის თანამშრომლებმა გაიარეს
© 2019 ყველა უფლება დაცულია