ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლებმა გაირეს.
21 თებერვალი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ტრენინგი ჩაატარა. კორპორატიულ ტრენინგს საჯარო უწყების 23 თანამშრომელი დაესწრო.
სამდღიანი ტრენინგკურსი მოიცავდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს. თეორიულ მასალასთან ერთად მსმენელებმა ინტერაქციულ რეჟიმში პრაქტიკული მაგალითებიც განიხილეს და მათთვის საინტერესო სპეციფიურ კითხვებზე პასუხი მოისმინეს.
კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ წელს პირველად გაიმართა.