„ინვენტარიზაციის პროცესის მართვის" ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის

29 სექტემბერი, 2025

ტრენინგკურსი „ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში“ სექტემბერში სხვადასხვა უწყების 21-მა საჯარო მოხელემ დაასრულა. 

ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სსიპ „საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის“, სსიპ „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს", თბილისის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის, ასევე ვაკის, დიდუბის, გლდანის გამგეობების და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დაესწრნენ.

კურსის ფარგლებში მსმენელები საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს გაეცნენ. სასწავლო მასალა შედგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ აუდიტებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების მიხედვით. მასში გათვალისწინებულია როგორც თეორიული ნაწილი, ასევე პრაქტიკული მაგალითებიც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი უწყებების მუშაობიდან.

მოდულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა.   

„ინვენტარიზაციის პროცესის მართვის" ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის
© 2019 ყველა უფლება დაცულია