ირაკლი გორდულაძე

ირაკლი გორდულაძე
ირაკლი გორდულაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო ტრენინგკურსს - შრომის სამართალი.
ამჟამად ირაკლი გორდულაძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სამართლის სფეროებში. სხვადასხვა დროს ირაკლი გორდულაძე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში; საქართველოს იუსტიციის საბჭოში; გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაში (GTZ); საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
ირაკლი გორდულაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასევე სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა, არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი.