ირაკლი პეტრიაშვილი

ირაკლი პეტრიაშვილი
ირაკლი პეტრიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს: „ფინანსური თაღლითობა და კორუფცია”, „კორუფცია და კორუფციის რისკების მართვა“. ირაკლი 2022 წლიდან მუშაობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის დეპარტამენტში. 2022 წლამდე იგი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში მუშაობდა.
ირაკლის პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ფოკუსირებულია ფინანსურ, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტებზე, აუდიტის ხარისხის კონტროლზე, პროფესიულ ეთიკასა და ანტიკორუფციულ პროექტებზე. მისი სამუშაო გამოცდილება, ასევე მოიცავს პროექტებს საერთაშორისო და ტექ-ორგანიზაციებთან: USAID, IMF, GIZ, IBM.
ირაკლის პროფესიული განათლება მიღებული აქვს ანტიკორუფციული და შესაბამისობის მიმართულებით, ანტიკორუფციულ საერთაშორისო აკადემიაში (IACA) ვენაში, ავსტრიაში და რისკების მენეჯმენტის მიმართულებით − ნიუ იორკის ინსტიტუტში (NYIF) ნიუ იორკში, აშშ-ში.
ირაკლი ფლობს ფინანსების დოქტორის ხარისხს და არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2024 წლიდან მუშაობს მოწვეულ მეცნიერად ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტში „Rutgers University-Newark“, აშშ-ში, სადაც ანხორციელებს კვლევით პროექტებს განვითარებადი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის და ანტიკორუფციული სტრატეგიების მიმართულებით.