ირმა მიქაძე

ირმა მიქაძე

ირმა მიქაძე

ირმა მიქაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერია შემდეგი მიმართულებებით: მართვა და ლიდერობა; ადამიანური რესურსების მართვა. ამავდროულად არის კონსულტანტი და დამოუკიდებელი ექსპერტი. აქვს მენეჯერული მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, კერძოდ, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.

ირმა მიქაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას. ამჟამად არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ასოცირებული პროფესორი. გავლილი აქვს ტრენინგ-კურსები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ორგანიზაციაში.

ირმა მიქაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. ამავე უნივერსიტეტში აქვს მიღებული ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი.

არის რამდენიმე პროექტის მონაწილე და ორი პუბლიკაციის ავტორი: „საქართველოს სამინისტროებში HR მართვის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები“ (საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების კრებული, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, თბილისი, 2017) და „მენტორინგის პრაქტიკა საქართველოს საჯარო სამსახურში“ (სამეცნიერო ჟურნალი „სეუ და მეცნიერება“,  2017).

© 2019 ყველა უფლება დაცულია