ლაშა კელიხაშვილი

ლაშა კელიხაშვილი
ლაშა კელიხაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგ კურსებს - პროგრამული ბიუჯეტირება და საბიუჯეტო კანონმდებლობა. ამავდროულად, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ამავე უწყებაში, ანალიტიკოსისა და უფროსი ანალიტიკოსის პოზიციებზე.
ლაშა კელიხაშვილს აქვს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, მან წარმატებით გაიარა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსები, საჯარო ფინანსებისა და ფინანსური ბაზრის მართვის მიმართულებით.
ლაშა კელიხაშვილს მიღებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ეკონომიკაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2024 წლიდან იგი არის, აშშ-ში დაფუძნებული CFA ინსტიტუტის ნაფიცი ფინანსური ანალიტიკოსი (CFA Charterholder).
ლაშა კელიხაშვილი სხვადასხვა დროს უძღვებოდა სალექციო კურსებს ფინანსური მენეჯმენტისა და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტში.