ლიანა ნადიბაიძე

ლიანა ნადიბაიძე
ლიანა ნადიბაიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. ამავდროულად, არის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე საერთაშორისი საფინანსო კომპანიის (IFC), აზიის განვითარების ბანკის (ADB) და TBC ბანკის ერთობლივი პროექტის - 7 ნაბიჯი წარმატებისკენ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა - კონსულტანტი და ტრენერი.
ლიანა ნადიბაიძეს აქვს აკადემიურ და მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2000 წლიდან დღემდე მართავს ტრენინგებს ფინანსურ, საგადასახადო და მენეჯერულ აღრიცხვაში, ფინანსების მართვაში საქართველოს წამყვან ფინანსურ და ბიზნეს ორგანიზაციებში.
ლიანა ნადიბაიძე არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.