მაისში ტრენინგი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები“ 28-მა საჯარო მოხელემ გაიარა
05 ივნისი, 2025საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო სექტორის სხვადასხვა უწყების თანამშრომლებისთვის ტრენინგი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსი“ ჩატარდა.
ტრენინგები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი და მნიშვნელობა, პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო.
ტრენინგებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ექსპერტი ნინო ცაგარეიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების იურისტი გვანცა გაბაიძე უძღვებოდნენ.
