მაკა ჭიხორია

მაკა ჭიხორია

მაკა ჭიხორია

მაკა ჭიხორია საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სასერტიფიკატო კურსს - შესაბამისობის აუდიტი.  ამავდროულად, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი, მისი ჩართულობით მომზადებულია „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების სახელმძღვანელო“, ასევე INTOSAI-ის სტანდარტი ISSAI 4000 ქართულ ენაზე.

მაკა ჭიხორიას აქვს სხვადასხვა სამინისტროს შიდა კონტროლის, სამართლებრივი ექსპერტიზისა და შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, იყო UNICEF-ის მიერ განხორციელებული პროექტების სამართლის ექსპერტი, პრაქტიკოსი აუდიტორებისთვის ჩატარებული აქვს შესაბამისობის აუდიტის მეთოდოლოგიისა და აუდიტის მართვის სისტემის (AMS) ტრენინგები. 

მაკა ჭიხორიას გავლილი აქვს INTOSAI IDI-ის მიერ ორგანიზებული ერთწლიანი პროფესიული განათლების პროგრამა (PESA-P), ასევე, პროფესიული განვითარების პროგრამები აუდიტის სტანდარტების, ინფორმაციული უსაფრთხოების, თაღლითობის პრევენციის და მენეჯმენტის მიმართულებით;  ჩაბარებული აქვს საჯარო სექტორის აუდიტორის და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის გამოცდები; ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს.

© 2019 ყველა უფლება დაცულია