მარიამ ზაალიშვილი

მარიამ ზაალიშვილი
მარიამ ზაალიშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს − ეფექტიანობის აუდიტი.
მარიამ ზაალიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსად 2023 წლის აგვისტოში დაინიშნა, მანამდე იყო ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2019-2023 წწ). 2011-2019 წლებში იყო ამავე უწყების აუდიტორ-სტაჟიორი, აუდიტორ-ასისტენტი, აუდიტორი, უფროსი აუდიტორი, შემდეგ კი − წამყვანი აუდიტორი.
2019 წლის მარტი-ივლისის პერიოდში გაიარა პროფესიული გადამზადების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო აუდიტორულ უწყებაში (GAO).
ჩართული იყო უმაღლესი აუდიტორული უწყებების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI IDI) მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში, ეფექტიანობის აუდიტის ქოუჩის როლით (2022 წ); არის საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი; გამოქვეყნებული აქვს პროფესიული სტატიები საერთაშორისო გამოცემებში.
მარიამი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს (MBA) (გერმანია, ზაარლანდის უნივერსიტეტი, 2011 წ.), ამავე მიმართულებით მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში (2009 წ.).