მარიამ მათიაშვილი

მარიამ მათიაშვილი
მარიამ მათიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - პროექტების მართვა.
მარიამ მათიაშვილი ფრიდრიხ-ებერტის-ფონდში რეგიონული პროექტების მენეჯერია. მას საჯარო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მარიამ მათიაშვილი უძღვება პროექტების მართვის, ცვლილებების მართვისა და მენეჯმენტის საფუძვლების სალექციო კურსებს. მარიამი პროექტების მართვის ინსტიტუტის სერტიფიცირებული პროექტების მენეჯერია (PMI-PMP, PMI-ACP).
მარიამ მათიაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს (საჯარო პოლიტიკის სწავლება) ედინბურგის უნივერსიტეტიდან, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხსა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტის სპეციალიზაციით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.