მარიამ ჭოლოკავა

მარიამ ჭოლოკავა
მარიამ ჭოლოკავა საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საჯარო სექტორში. ამავდროულად, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წამყვანი აუდიტორი. 2014-2019 წლებში მუშაობდა ამავე უწყების აუდიტორ-ასისტენტის, აუდიტორის და უფროსი აუდიტორის პოზიციებზე.
მარიამ ჭოლოკავას აქვს ფინანსური აუდიტის სფეროში საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. მას გავლილი აქვს ტრენინგები საჯარო აუდიტის და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშების მიმართულებით. არის საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი (სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი).
მარიამ ჭოლოკავამ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის მიმართულებით.