მემორანდუმი სოხუმის უნივერსიტეტთან

06 ივლისი, 2018

„საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამას“, რომელიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 10 უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა.

მემორანდუმს ხელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიცირების პროგრამის პრეზენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, ბაკალავრის ხარისხის მქონე და მაგისტრანტ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში და გაიარონ სასწავლო კურსი, საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების შემდეგი პროგრამა სექტემბერში დაიწყება და სამ თვეს გაგრძელდება.

მემორანდუმი სოხუმის უნივერსიტეტთან
მემორანდუმი სოხუმის უნივერსიტეტთან
მემორანდუმი სოხუმის უნივერსიტეტთან
© 2019 ყველა უფლება დაცულია