მიღება - საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების
09 მარტი, 2016სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯაროსექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე(პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა).
სასწავლო პროგრამა:
- ფინანსური აუდიტი;
- შესაბამისობის აუდიტი;
- ეფექტიანობის აუდიტი;
- მოქმედი კანონმდებლობა;
- აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის ზოგადი დებულებები;
- სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომების გასწორება;
- შემოსავლების ანგარიშთა გეგმა და აღრიცხვა;
- ხარჯების ანგარიშთა გეგმა და აღრიცხვა;
- არაფინანსური აქტივების ანგარიშთა გეგმა და აღრიცხვა;
- ფინანსური აქტივების და ვალდებულებების ანგარიშთა გეგმა და აღრიცხვა;
- ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადახდების განხორციელება;
- ფინანსური ანგარიშგების შედგენა და ანალიზი;
- საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესახებ.
სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 აპრილი - 18 ივნისი, 2016 წელი
პროგრამის ღირებულება: 1 300 (ათას სამასი) ლარი (ღირებულებაშიშედის სასწავლო კურსის საფასური 1000 ლარი და სასერტიფიკაციოგამოცდის საფასური 300 ლარი).
დაინტერესების შემთხვევაში სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის, მ/წ 1 აპრილის ჩათვლით 18:00 სთ-მდე, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმა(განცხადების ფორმის გადმოტვირთვა)
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
- საკვალიფიკაციო კურსის საფასურის (1 000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის, მ/წ 11 ივნისამდე დამატებით გთხოვთ წარმოადგინოთ:
- შესაბამისი განცხადება;
- სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
შენიშვნა: გამოცდაზე დასასწრებად აუცილებელია კურსის ლექციების არანაკლებ 50%-ზე დასწრება.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი: TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707727122
საბუთების მიღების ვადა: 7 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით (სამუშაოდღეებში 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე).
საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:
წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
+(995 599) 34 04 36 ნანა ჭიჭუეიშვილი
+(995 599) 85 80 50 გიორგი კობრეშვილი
იხ. სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა და განრიგი ( * განრიგში მოცემულია სავარაუდო დრო. დრო შესაძლებელია შეიცვალოს მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე)